ელის უოკერი
მწერალი, აქტივისტი
(9 თებერვალი 1944 წელი)
ელის უოკერი არის რომანისტი, პოეტი და აქტივისტი, ყველაზე მეტად ცნობილია თავისი წიგნით „იისფერი“, რომლემაც 1983 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა.
მისი ნაწარმოებები მოიცავს რამდენიმე პოეზიის წიგნს, 10 რომანს, საბავშვო წიგნებს და მრავალ მხატვრულ ნაწარმოებს. უოკერმა კოლეჯში სწავლა დაიწყო 1961 წელს, როდესაც მოიპოვა სპელმანის კოლეჯში სტიპენდია, ატლანტაში, ერთ-ერთ პირველ ფერად კანიან ქალთა კოლეჯი. კოლეჯში სწავლის პერიოდში უოკერი სწავლობდა რადიკალ ისტორიკოსებთან, ჰოვარდ ზინითან და სტოტონ ლინდთან, ასევე ამ პერიოდში აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. სწავლა განაგრძო ნიუ იორკში პოეზიის და მწერლობის მიმართულებით. კოლეჯის დასრულების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო კეთილდღეობის ოფისში, ნიუ იორკში სოციალურ მუშაკად. შემდეგ მუშაობა განაგრძო the NAACP Legal Defense Fund ორგანიზაციაში, ასევე სოციალურ მუშაკად, სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და სოციალური მუშაობიდან გადაინაცვლა მწერლობაში.
მნიშვნელოვანი ციტატა (აქტივიზმზე)
”აქტივიზმი არის ის საფასური, რომელსაც ვიხდი ამ პლანეტაზე ცხოვრებისთვის.”