Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გამოხატავს უღრმეს მწუხარებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო!

ომი ყველაზე საშინელი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველა შეთანხმებულია ადამიანის უფლებებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, შუაგულ ევროპაში სასტიკად გაჩაღებული ომი რისკის ქვეშ აყენებს საკაცობრიო ღირებულებებს. ეს არის ქმედება, რომელსაც მოაქვს უდიდესი ფიზიკური და ფსიქიკური დანაკარგი ერისთვის და კაცობრიობისთვის!

სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარება ისტორიულ სათავეს სწორედ ომით დაზარალებულთა მხარდაჭერიდან იღებს. ჩვენთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა პროფესიის ფუნდამენტია. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მოუწოდებს რუსეთში მცხოვრებ სოციალურ მუშაკებს, რომ ხმა აიმაღლონ ამ უსამართლობის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად და იბრძოლონ სამართლიანობისთვის!

სოციალური მუშაობის პროფესიის განუყოფელი ნაწილია სოციალური აქტივიზმი, სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა! საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გამოხატავს მზაობას მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში მყოფ უკრაინელებს. სულ მალე შევქმნით და გაგიზიარებთ სპეციალურ ჯგუფს და თქვენთან ერთად დავგეგმავთ უკრაინელების მხარდამჭერ აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით.

ძირს ომი!

თავისუფლება უკრაინას!


The Georgian Association of Social Workers, once again, expresses its deep sorrow over the current events in Ukraine! War is the most horrible crime against humanity. In the 21st century, when we all agree and strive to ensure  human rights, peace, well being of persons and people throughout the world, the brutal war in central Europe puts all of the above at risk. It is an action that brings the greatest physical and mental loss to one nation and humanity.

Our profession - social work - has its historical origins in the support of war victims. For our social workers, the fight for social justice is the foundation of the profession. The Georgian Association of Social Workers call on our colleagues in Russia to raise their voices against this injustice, to support Ukraine and to fight for justice!

Historically, social activism, solidarity and the fight for social justice have been an integral part of the social work profession! The Georgian Association of Social Workers expresses its readiness to support Ukrainians in Georgia. We will soon share with you a special group, where we will plan activities in several directions by joint efforts.

Down with the war!

Freedom to Ukraine!

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507317
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1388
669
4628
2498807
24804
43677
2507317
Your IP: 3.144.89.152
2024-11-21 23:40