Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

კონფერენცია: სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2022 წლის 12 აპრილს სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.

კონფერენცია, რომლის დევიზია „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“, ეძღვნება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს 15 მარტს და 12 აპრილს – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეს.

მომხსენებლებმა თქვენი აბსტრაქტები უნდა გამოგზავნოთ 30 მარტამდე ელფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. Subject-ში მიუთითეთ „აბსტრაქტი სამეცნიერო კონფერენცია“.

სამეცნიერო კონფერენციის სახელწოდებაა: "სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად"

კონფერენციის თარიღი: 12.04.2022

კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა კრიზისში მყოფი ბავშვების, ომით დაზარებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შესახებ.

კონფერენციის ხანგრძლივობა: 4 სთ (+1 სთ შესვენება)

კონფერენციის ფორმატი: კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, Zoom-ის პლათფორმის გამოყენებით.

 

კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველებს ვიწვევთ, შემოიტანონ ინდივიდუალური მოხსენებები (აბსტრაქტები), რომლებიც გაერთიანდება ქვემოთ დასახელებული თემების ირგვლივ:

1.  სოციალური მუშაკის როლი ომით გამოწვეული კრიზისის დროს

2. ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვები და სოციალური მუშაობა

3. მზრუნველობა მოკლებული ბავშვები და მიკრო/მაკრო სოციალური მუშაობა

4. ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებული პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

5. სოციალური აქტივიზმი და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების დახმარება

6. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება კრიზისული სიტუაციების დროს

7. სოციალურად დაუცველი ბავშვები და კოვიდ პანდემია ყველა საკითხი, შეგიძლიათ განიხილოთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

 

კონფერენციაზე შესაძლებელია შემდეგი სახის ნაშრომების წარდგენა:

(1) კვლევითი ნაშრომები

(2) თეორიული ნაშრომები

(3) კრიტიკული საუკეთესო პრაქტიკა

 

დეტალებისთვის იხ. ბმული

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2511100
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
340
825
8411
2498807
28587
43677
2511100
Your IP: 3.12.34.192
2024-11-24 10:05