Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესში მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში დაქირავებულ სპეციალისტებთან და პროფესიულ ზედამხედველებთან.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორცილებს.

შეხვედრა პირისპირ რეჟიმში ჩატარდა და შეხვედრის მიმდინარეობისას მასში მონაწილე პირებმა იმსჯელეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი პილოტირების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დახვეწასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე,  როგორიცაა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა. მულტიდისციპლინური გუნდი არის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი შემდეგი წევრებით - შემთხვევის მენეჯერი, ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტი, ექიმი კოორდინატორი.

მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის მიზანია განიხილოს პირის/ბავშვის  სამედიცინო, სოციალური და ფუნქციონირების შეფასების შედეგები, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმსჯელოს პირის/ბავშვის ფუნქციონირებასა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე და განსაზღვროს აღნიშნული პირის/ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობა და მისი სიმძიმე ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე დაყრდნობით.

შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობისას მიგნებებზე რეაგირებას და პროცესის გაუმჯობესებას პილოტირების პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს და კვლავაც აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507044
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1115
669
4355
2498807
24531
43677
2507044
Your IP: 3.136.23.132
2024-11-21 20:45