Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ბიოფსიქოსოციალური მოდელის გზამკვლევი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პირველივე დღეებიდან აქტიურად თანამშრომლობს თემის წევრებთან. მართავს შეხვედრებს მათთან, განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებსა და დოკუმენტებს, აცნობს შუალედურ შედეგებს და ა.შ.

პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ხორციელდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

წინა პილოტების მსგავსად მიმდინარე პილოტის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუშაობა თემის წევრებთან.

თემის წევრებმა შეხვედრებისას გამოკვეთეს ბიოფსიქოსოციალური მოდელის შესახებ გზამკვლევის შემუშავების საჭიროება.

აღნიშნულ საჭიროებაზე საპასუხოდ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ შეიმუშავა გზამკვლევი ბიოფსიქოსოციალური მოდელის შესახებ.

გზამკვლევის განხილვა მოხდება MAC Georgia-ს მიერ ფორმირებულ კომიტეტში, რომელშიც თემის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი.

მათგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გზამკვლევის საბოლოო ვერსიას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ თემის თითოეულ წევრს აქტიურობისა და პროცესებში საინტერესო ჩართულობისთვის!

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2512145
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1385
825
9456
2498807
29632
43677
2512145
Your IP: 18.220.112.210
2024-11-24 20:10