Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყატარის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც ყოველწლიურად 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების მსოფლიო დღედ აცხადებს.

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, ყოველი 68 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტისტური სპექტრის აშლილობა. საქართველოში კი, სამწუხაროდ არ არსებობს აუტიზმის შესახებ ზუსტი სტატისტიკა.

აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან უმნიშვნელოვანესია სოციალური მუშაკების ჩართულობა და მუშაობა. სოციალური მუშაკები მხარს უჭერენ ოჯახებსა და ინდივიდებს გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს, შეიძინონ საჭირო უნარები და შეძლონ დამოუკიდებლად ფუნქციონირება. ამისთვის ისინი აუტიზმის მქონე პირებთან და მათ ოჯახებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ; კერძოდ: უწევენ კონსულტაციებს, აწვდიან ინფორმაციას საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების შესახებ, კოორდინაციას უწევენ და მართავენ აუტიზმის მქონე ადამიანთა შემთხვევებს თავიანთი დასაქმების ადგილებში, მუშაობენ თერაპიულად აუტიზმის მქონე ადამიანებთან და მათ ოჯახებთან და ახორციელებენ აუტიზმის მქონე ადამიანების ადვოკატობას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

წლევანდელი წლის აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო თემას წარმოადგენს „ხარისხიანი ინკლუზიური განათლება /Inclusive Quality Education for All”. 2022 წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად 8 აპრილს დაგეგმილია საერთაშორისო ონლაინ ღონისძიება  სახელწოდებით „ხარისხიანი ინკლუზიური განათლება“.

გასული ათწლეულის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, როგორც ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ასევე კონკრეტულად აუტიზმის მქონე პირებისთვის. თუმცა, 2020 წელს, როდესაც COVID-19 პანდემია გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ქვეყნების უმრავლესობამ გამოაცხადა სკოლების დროებით დახურვა, რამაც გავლენა იქონია 90%-ზე მეტ მოსწავლეზე, მთელს მსოფლიოში. პანდემიით გამოწვეულმა სწავლის შეფერხებამ შეცვალა წლების პროგრესი და გაამწვავა უთანასწორობა განათლებაში.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საზოგადოების წევრებში ცნობიერების ამაღლება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და განათლების ხელმისაწვდომობისთვის.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიცაა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება - სამომავლოდ რეფორმის ხელშეწყობა. ასოციაციამ მოამზადა შუალედური ანგარიში, სადაც მოცემულია პილოტის მიმდინარეობა და შედეგები. 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2506609
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
680
669
3920
2498807
24096
43677
2506609
Your IP: 3.145.38.67
2024-11-21 14:43