Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სამეცნიერო კონფერენცია - სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2022 წლის 12 აპრილს მართავს სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით  „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“.

კონფერენციის დევიზია „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“, ეძღვნება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს 15 მარტს და 12 აპრილს – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეს.

კონფერენციის მიზანი:  კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა კრიზისში მყოფი ბავშვების, ომით დაზარებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შესახებ. 

საქართველოს უახლესი ისტორია კარგად აჩვენებს, რაოდენ სავალალო შედეგები მოაქვს ომს მშვიდობიან მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ომმა იმსხვერპლა, დააობლა მრავალი ბავშვი, მათში მძიმე ფსიქოემოციური ტრავმა მიაყენა, გახადა ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულები – დააშორა საცხოვრებელ გარემოს. უკრაინაში მიმდინარე სასტიკმა ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, ერთი ხელის მოსმით როგორ ინგრევა ბავშვების მშვიდობიანი ცხოვრება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო! ომი ყველაზე საშინელი დანაშაულია  კაცობრიობის წინაშე. მას მოაქვს უდიდესი ფიზიკური და ფსიქიკური დანაკარგი ერისა და  კაცობრიობისთვის. ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, ისტორიულად სწორედ ომით დაზარალებულთა მხარდაჭერიდან იღებს სათავეს. სოციალური მუშაკებისთვის სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა პროფესიის ფუნდამენტია. კრიტიკულ სიტუაციებში კიდევ უფრო ნათლად ჩანს სოციალური მუშაობის მნიშვნელობა, რაოდენ კრიტიკულია რთულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და ოჯახების დროული და მყისიერი მხარდაჭერა. სოციალური მუშაობის განვითარების მანძილზე დაგროვდა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რა მეთოდებითაა შესაძლებელი ბავშვებისა და მათი ოჯახების გადაუდებელი მხარდაჭერა. კონფერენციის მიზანია ამ მიმართულებით დაგროვებული ცოდნის, კვლევების, გამოცდილებათა გაზიარება. ასევე კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ბავშვების დახმარების აღმოჩენის თანამედროვე პლატფორმის შესაქმნელად დისკუსიის მოწყობა და სამოქმედო სტრატეგიაზე შეთანხმება.

კონფერენციაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.

დღის წესრიგის ნახვა

რესგისტრაციის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 15:00 საათი

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2510597
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
662
2572
7908
2498807
28084
43677
2510597
Your IP: 3.144.6.29
2024-11-23 20:13