„გაიფართოვე ჰორიზონტი და შეცვალე დამოკიდებულება“
„გოგონათა გაერთიანება ქმნის ნათელ მომავალს“
„შთააგონე შემდეგი თაობა“
---
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება გოგონების საერთაშორისო დღეს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში (ICT), რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 23 აპრილს.
ასოციცია ყურადღებას ამახვილებს ICT-ში გოგონებისა და ქალების მხარდაჭერაზე, რადგან მათი ტექნიკური უნარებით აღჭურვა და გაძლიერება, როგორც ეკონომიკური, ისე პიროვნული დამოუკიდებლობისთვის შექმნის ძლიერ ნიადაგს. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია სოციალური მუშაკის როლი, კერძოდ ცნობიერების ამაღლებაში, ტრენინგების უზრუნველყოფაში, სწავლისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაში, ქალებისთვის ტექნოლოგიური კარიერის პოპულარიზაციაში, შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქალების პროფესიულ განვითარებასა და გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ქვეყანაში. ამ დღის აღნიშვნის ერთ-ერთი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მამაკაცებსა და ქალებს შორის, რაც საშუალებას მისცემს გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს იყვნენ ამ სექტორში და არა მარტო მასში ცვლილების ძლიერი აგენტები. მოგეხსენებათ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალები იყვნენ პირველ პროგრამისტებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კომპიუტერულ ინდუსტრიაში: Grace Hopper, Halley's Comet, Maria Mitchell's, Ada Lovelace და სხვა მათგანი. ამიტომაც გენდერული ნიშნის მიუხედავად ყველას შეუძლია შეიტანოს წვლილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში. რაც თავის ხმრივ მისცემს თითოეულ მათგანს საშუალებას გააუმჯობესონ საზოგადოების ცხოვრების პირობები იმ თემში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. სოციალური მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანიც სოწრედ ესაა, რომ თავად კლიენტი აქციო ცვლილების აგენტად.
აქვე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქალები მაშინაც კი ცვლიდნენ სამყაროს, როცა მათი არ სჯეროდათ, როცა მუდმივად ახსენებდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ყოფილიყვნენ ისეთივე წარმატებულები, როგორც კაცები. ამ ცვლილების გზაზე, ქალთა გაძლიერების მიმართულებით კი სოციალური მუშაკი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, ქალებს აძლევს შესაძლებლობას იყვნენ სიახლეების, დამოუკიდებლობის, განვითარების მხარეს, ისე, რომ შემდგომში თავად გახდნენ საკუთარი ცხოვრების შემოქმედნი, რაც ყველაზე დიდ ბედნიერებასა და ძალას აღვიძებს მათში. ამიტომაც სოციალური მუშაკი ქალებს საკუთარი უნარების, შესაძლებლობების აღმოჩენისა და რეალიზების პროცესში მუდმივ მოძრაობასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
შედეგად კი ქალებს კიდევ უფრო მეტად სჯერათ საკუთარი თავის!