Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამების, მომსახურებების განვითარებასა და მათზე თანაბარ მისაწვდომობაზე.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ამ ნაკისრი ვალდებულებისა დღეს კვლავ დიდ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტიანად დაცვის საკითხი, მაშინ, როცა პანდემიამ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითისთვის სახალხო დამცველი 2020 წლის ანგარიშში საუბრობს ის დაბრკოლებების შესახებ, რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან დასაქმების კუთხით. მიუხეადავად ქვეყანაში მოქმედი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა, სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა გაცილებით მეტია დასაქმებულთა რაოდენობაზე, ამის გარდა მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება, ადაპტირება რის გათვალისწინებაც დამსაქმებლების მხრიდან არ ხდება. ასევე, სხვადასხვა მომსახურებების, რეაბილიტაციის პროგრამების სიმწირის გამო მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგანან ფსიქიკური სირთულეების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, რადგან პროგრამები ვერ მოიცავს ყველა შშმ პირის საჭიროებებს, ამასთანავე არ ხდება მომსახურებების რეგიონული დაფარვა. საქართველოს სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში ასევე საუბრობს შშმ პირებთან დაკავშირებულ სისტემური ხასიათის პრობლემების შესახებ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათ ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათთვის განკუთვნილ არასაკმარისი მიზნობრივ პროგრამებს. რის გამოც საჭიროა ყურადღება გამახვილდეს იმ საჭირო მომსახურებებზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ინდივიდზე ფოკუსირებასა და მომსახურების, მიზნობრივ დანერგვასა და ხელმისაწვდომობას. ამიტომაც მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს შშმ პირთა საჭიროებების კვლევა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების, მომსახურებების შემუშავება.

სოციალური მუშაკები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამართლიანი და ეფექტური პროგრამების განხორციელებაში, შშმ პირთა საჭიროებების კვლევასა და შესაბამისი მომსახურებების შექმნაში, დამოუკიდებლობასა და გარემო პირობების გაუმჯობესებაზე. სოციალური მუშაკი ფოკუსირებულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მათ დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია ადვოკატირების პროცესიც, კერძოდ, სოციალური მუშაკები ადვოკატირებას უწევენ შშმ პირთა უფლებებს დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ და ცდილობდნენ მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის გაზრდას.

აქვე მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ რომ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მუშაობისა და შშმ თემის აქტიური ჩართულობის შედეგად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების ბიოფსიქოსოციალური სისტემაზე გადასვლის მიმართულებით, რომელიც ემყარება უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს და რომლის მიხედვით სამომავლოდ გარდა სამედიცინო ჩვენებებისა ყურადღება გამახვილდება პირის ფსიქოლოგიურ, სოციალურ მდგომარეობაზე, გარემო ფაქტორებზე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღეს და მზადყოფნას გამოთქვამს მხარდაჭერა გაუწიოს, როგორც თემის წევრებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფოს მათი უფლებების დაცვის პროცესში.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2506865
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
936
669
4176
2498807
24352
43677
2506865
Your IP: 18.190.253.56
2024-11-21 18:45