საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, როგორც პროფესიული ორგანიზაცია, მუდმივად მუშაობს მდგრად განვითარებაზე და მხარს უჭერს და წარმოადგენს სოციალური მუშაობის პროფესიას საქართველოში.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, წევრების გააქტიურება და მონაწილეობის გაზრდა და ასოციაციის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მიმდინარე წელს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ განხორციელდა წევრთა ბაზის განახლება, ასევე წევრებთან მუდმივად მიმდინარეობდა კომუნიკაცია მათ პროფესიულ საჭიროებებზე, რომელთა საპასუხოდაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მუდმივად გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს, როგორებიცაა: ტრენინგები, ვებინარები, შეხვედრები, თვითზრუნვის პლატფორმა, სფეროში მიმდინარე სიახლეების გაზიარება და ა.შ.
ამჯერად გვსურს გაგიზიაროთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, როგორც ონლაინ ბიბლიოთეკის რესურსები, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბეჭდი ლიტერატურაა ხელმისაწვდომი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში. ასოციაციის უნიკალური ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ ასოციაციის ნებისმიერ წევრს სტუდენტს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ბიბლიოთეკაში Excel-ის ფაილის სახით მოცემულია კატალოგი, სადაც მითითებულია თუ რა დოკუმენტებია ხელმისაწვდომი ონლაინ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების გარკვეული ნაწილი (კატალოგში ღია ფერით მონიშნული) გაზიარდება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. ამ დოკუმენტებზე წვდომისთვის კი უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
ნაბეჭდი რესურსებით სარგებლობით დაინტერესების შემთხვევაში კი, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. და მოგვწეროთ კონკრეტულად რა ლიტერატურას ეძებთ ან მობრძანდეთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში (მის: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44, მე-2 სართული). ნაბეჭდი ლიტერატურა შეგიძლიათ დროებით ითხოვოთ გარკვეული დროით და შეთანხმებულ დროს დააბრუნოთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ნებისმიერ დროს მზადაა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისთვის ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით!
მადლობა!