21 სექტემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ჩატარდა თითზრუნვის პლატფორმის მესამე შეხვედრა. თვითზრუნვის პლატფორმა არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივა, სოციალური მუშაკების პროფესიული გადაწვისგან დასაცავად და თვითზრუნვის წასახალისებლად.
თვითზრუნვის პლატფორმის შეხვედრები იმართება არაფორმალურ გარემოში 3 თვეში ერთხელ და შეხვედრების მიზანია წევრების შეკრება და მათთვის სასაუბრო სივრცის დათმობა, ერთმანეთის წუხილებისა თუ წარმატებების, მიმდინარე სიახლეებისა და ფიქრების გაცნობა-გაზიარებაა, კრიტიკული პრაქტიკის, სამუშაო მეთოდებისა თუ ტექნიკების განხილვა, ასევე, გადაწვის პრევენცია, განტვირთვა და დროის სასიამოვნოდ გატარება კოლეგებთან ერთად.
თვითზრუნვის პლატფორმის მესამე შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები ჩართულნი იყვნენ აქტივობებში, რომლებიც გადაწვის პრევენციისკენ იყო მიმართული. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთისთვის თავიანთი წარმატებების, სიახლეების, წუხილების და სურვილების გაზიარება. თვითზრუნვის პლატფორმის მესამე შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს სურვილები და მოსაზრებები, თუ რა მოლოდინები აქვთ თვითზრუნვის პლატფორმის სამომავლო შეხვედრებისგან. მთავარი, რასაც ისინი მოელიან სამომავლო შეხვედრებისგან არის პროფესიული გადაწვის პრევენცია, კოლეგების გაცნობა, წუხილების და გამოწვევების გაზიარება და დროის სასიამოვნოდ გატარება.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს წევრებისთვის თვითზრუნვის პლატფორმის ფარგლებში შეხვედრებს, მათი მოსაზრებების მოსმენას და მათი სურვილების გათვალისწინებას სამომავლო ნაბიჯების დაგეგმივისას.