Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადება ფემიციდის შემთხვევებზე

ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოში 3 ფემიციდის შემთხვევა მოხდა. ფემიციდი ქალებზე ძალადობის უმძიმესი ფორმაა.

ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ განხორციელებული მკვლელობა, წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც გენდერული ნიშნით არის მოტივირებული.

გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის და ქალთა მკვლელობების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია.  საქართველოს პროკურატურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014-2022 წლის მიმდინარე პერიოდში ქალთა მკვლელობის მცდელობის ან ქალთა მკვლელობის მრავალრიცხოვანი ფაქტი დაფიქსირდა.

ფემიციდი, გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტი, როგორც დამოუკიდებელი დანაშაული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ცალკეული სისხლის სამართლის დანაშაულების გარემოებად განსაზღვრულია გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა. ასეთი დანაშაულებია:

  • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ-ის 109-ე მუხლი);
  • თვითმკვლელობამდე მიყვანა; (სსკ-ის 115-ე მუხლი);
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სსკ-ის 117-ე მუხლი).

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

საქართველოში ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია ითხოვენ, რომ  საქართველოში საკანონმდებლო დონეზე განიმარტოს „ფემიციდის“ ცნება და ამასთან, დაიგეგმოს და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება და მხარს უჭერს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მოთხოვნებს და გენდერული ნიშნით განხორციელებული ქალთა მკვლელობის ფაქტების შემცირებისა და მისი პრევენციის მიზნით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ფემიციდის შესამცირებლად უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  • შემუშავდეს სტრატეგია ფემიციდის წინააღმდეგ საბრძოლველად
  • განხორციელდეს ფემიციდის სტატისტიკის წარმოება ყველა ჩართული უწყების მიერ
  • განხორციელდეს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების აქტიური მონიტორინგი
  • განხორციელდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ნიშნით მკვლელობის გამოწვევი მიზეზებისა და ძალადობის წამახალისებელი ფაქტორების ანალიზი
  • შემუშავდეს საგანმანათლებლო პროგრამები და აქტიურად ამუშავდეს ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილი კამპანიები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პერიოდულად შეისწავლოს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა მკვლელობის ფაქტების გამოძიების პროცესში არსებული სირთულეები და დანერგოს მექანიზმები, რომელიც მოერგება ამ მიმართულებით გამოძიების პროცესში წამოჭრილ გამოწვევებს
  • აუცილებელია სასამართლოებმა უზრუნველყონ საერთო სასამართლოს მოსამართლეების მუდმივი პროფესიული გადამზადება გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობისა და ფემიციდის საქმეების განხილვის თავისებურებებთან დაკავშირებით
  • მედიის წარმომადგენლებმა ფემიციდის და ქალთა მიმართ არსებული ძალადობის ფაქტების გაშუქების დროს მაქსიმალურად დაიცვან მსხვერპლის, მისი ოჯახის წევრებისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესები.

 

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2510823
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
63
825
8134
2498807
28310
43677
2510823
Your IP: 3.133.157.231
2024-11-24 03:18