ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა შეხვედრა „სოციალური დაცვის პრინციპები და ევროკავშირის პრაქტიკა“ - სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებები სოციალური კეთილდღეობის საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ, რომელსაც გაუძღვნენ სოციალური პოლიტიკის ექსპერტები ჩეხეთიდან, გერმანიიდან და ფინეთიდან.
აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მუშაობის პროგრამის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ. შეხვედრა გაიმართა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, Expertise France-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.