27 ნოემბერს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მარნეულის შშმ პირთა საბჭოს წევრებთან საბჭოს დადგენილებისა და მუშაობის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
27 ნოემბერს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მარნეულის შშმ პირთა საბჭოს წევრებთან საბჭოს დადგენილებისა და მუშაობის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
Keti Gigineishvili, director of Georgian Association of Social Workers in Vienna on international conference of social work on “Social Work is Possible”, presented a theme: A social work intervention’s effect on the improvement of school culture.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის არ ჯანმრთელობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობითა და მხარდაჭერით შეხვედრა გამართა აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის შუალედური შედეგების წარდგენას და პროექტში მომართვიანობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა კლინიკების ჩართულობის უზრუნველყოფას.
"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" "ზიანის შემცირების ქსელთან" თანამშრომლობით ახორციელებს ტრენინგს, რომლის მიზანიც შემთხვევის მართვის კომპონენტის გაძლიერებაა ორგანიზაციაში. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს ორგანიზაციის თანასწორ განმანათლებლები და ინტერვიუერები წარმოადგენენ.
2019 წლის 14 აგვისტოს ასოციაციამ "ჰანგი" აბაშის მუნიციპალიტეტში ჩაატარა პროექტის „სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება პროექტ „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში.
“საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” „თანასწორობის მოძრაობასთან“ თანამშრომლობით ახორციელებს ტრენინგს, რომლის მიზანიც სოციალური მუშაობის და მულტიდისციპლინური მუშაობის კომპონენტის გაძლიერებაა ორგანიზაციაში. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს ორგანიზაციის სოცალური მუშაკები და ფსიქოლოგები წარმოადგენენ.