საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიზანია ეფექტიანი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის ადვოკატობა.
ამ მიზნის მისაღწევად ასოციაცია შემდეგ ამოცანებს ისახავს:
- სოციალური მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული ექსპერტიზის მიწოდების გზით;
- სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო ბაზის განვითარება (ფორმალური და არაფორმალური);
- სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
- შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
- სოციალურ მუშაკთა პროფესიული ქსელის განვითარება.
იხილეთ,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის სტრატეგია