საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრობა შეუძლია საქართველოს და უცხო ქვეყნის ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას, მიზნებს, ეთიკის კოდექსსა და მონაწილეობას ორგანიზაციის საქმიანობაში.
ასოციაციის წევრები შეიძლება, გახდნენ:
- სოციალური მუშაკები
- სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის სტუდენტები
- სხვა პროფესიონალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებით საქართველოში
- პროფესიული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობაში მონაწილეობა (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა)
- კონსტულცაციები ეთიკური დილემებისა და სხვა პროფესიული გამოწვევების დროს
- კონსტულტაციები/მხარდაჭერა დასაქმების პროცესში
- პროფესიული სიახლეების მიწოდება
თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი, მიყევით მბულს და გადმოწერეთ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტებზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. და This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის ფორმის გაგზავნიდან მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში მოხდება მისი განხილვა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის მიერ და ელ. ფოსტის საშუალებით შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აწევრიენებს 620 სოციალური მუშაკს საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე იმ ადამიანებს, რომებიც იზიარებენ ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. ასოციაციის წევრები დასაქმებულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. წევრთა რეგიონული განფენილობა იხილეთ რუკაზე