ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

2023 წლის 15-16 სექტემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და Hilfswerk International - ის ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი სახელწოდებით „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“.

ვრცლად...

5 სექტემბერს, წიგნის სახლში „ლიგამუსი" სასერტიფიკატო კურსის, „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" მონაწილეებს, მათ შორის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გუნდის წევრებს - ქეთევან გიგინეიშვილს და ქეთი ლეკიშვილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

ვრცლად...

15 და 17 აგვისტოს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა Hilfswerk International-ს ერთობლივი პროექტის “ხანდაზმულთა მოვლის მდგრადი მოდელები ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოში” ფარგლებში,  გორისა და დმანისის  მხარდაჭერის სახლებში ჩატარდა ტრენინგები ხანდაზმულებთან მუშაობის პრინციპების შესახებ პროექტში ჩართული ექთნებისა და სამეზობლო დამხმარეებისათვის.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 23 ივნისს გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეო და ანიმაციური რგოლები, საინფორმაციო ბუკლეტები (მასალა ხელმისაწვდომია 3 ენაზე) გააცნო სოციალურ მუშაკთა თემის წარმომადგენლებს.

ვრცლად...

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

ვრცლად...

სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი, გადამზადდა 500-მდე  სპეციალისტი.

ვრცლად...