15 და 17 აგვისტოს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა Hilfswerk International-ს ერთობლივი პროექტის “ხანდაზმულთა მოვლის მდგრადი მოდელები ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოში” ფარგლებში, გორისა და დმანისის მხარდაჭერის სახლებში ჩატარდა ტრენინგები ხანდაზმულებთან მუშაობის პრინციპების შესახებ პროექტში ჩართული ექთნებისა და სამეზობლო დამხმარეებისათვის.
ტრენინგებს უძღვებოდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი ნათია ფარცხალაძე. აღნიშნული პროგრამის მიზანია ხანდაზმულთა სოციალური ჩართულობა, ამასთანავე პროფესიული სოციალური მუშაობის გაძლიერება და განვითარება. Hilfswerk International 2013 წლიდან მუშაობს საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში, რეაბილიტაციასა და სოციალურ მუშაობაში.