ია შეყრილაძე გახლავთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო ასოციაციის დირექტორი 2015 წლიდან 2016 წლამდე. ქ-ნ ია არის განათლებით ფსიქოლოგი და ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი;
მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან 2002 წელს; ასევე, გახლავთ ა.შ.შ.–ში (კალიფორნიის შტატი) ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი (LCSW), ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე თემაზე აკულტურაცია და კვებითი აშლილობები. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციაში, მათ შორის 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება საქართველოში (Save the Children, EveryChild, UMCOR და მსოფლიო ბანკი), ხოლო 8-წლიანი მუშაობის გამოცდილება ა.შ.შ.–ში (Institute for Multicultural Counseling and Education Services, ლოს ანჟელესი; Kidsave International, ლოს ანჟელესი; Federation for Employment and Guidance Services, ნიუ იორკი; Gledney Center for Adoption, ნიუ იორკი) როგორც პრაქტიკოსს, მკვლევარს, კლინიკოსს, მრჩეველს, რეგიონულ კოორდინატორსა და მენეჯერს. ასევე, ია გახლავთ მოწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში და აქვს სოციალური მუშაობის საერთაშორისო დონეზე სწავლების გამოცდილება.