2018 წლის 3 თებერვალს ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა
2018 წლის 3 თებერვალს ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონულ წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებისა და ასოციაციის ხედვის შესახებ, ასევე, განხილულ იქნა რეგიონალურ დონეზე პროფესიის პოპულარიზაციის გზები და სოციალური მუშაკების გააქტიურება ამ პროცესში.
2 თებერვალს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მორიგი ერთ დღიანი ტრენინგი გამართა ასოციაციის წევრი პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისათვის
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის საჩივარი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის საჩივარი. გთხოვთ, იხილოთ სრული ტექსტი
ტრენინგი თემაზე: "მოტივაციური სოციალური მუშაობა"
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს წევრ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებთან ტრენინგების ციკლს. 1 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "მოტივაციური სოციალური მუშაობა".
ტრენინგზე სოციალურმა მუშაკებმა მიიღე.ს ინფორმაცია მოტივაციური სოციალური მუშაობის შესახებ, ასევე გაეცნენ მოტივაციური ინტერვიუირების მეთოდს, მის ძირითად პრინციპებს, ტექნიკებს და აღნიშნული მეთოდის გამოყენების უპირატესობებს.
ტრენინგი "სოციალური მუშაობა ემოციების მართვის სირთულეების მქონე პირებთან"
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 31 იანვარს გამართა ტრენინგი, წევრი პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისათვის, თემაზე: "სოციალური მუშაობა ემოციების მართვის სირთულეების მქონე პირებთან" მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგის მიმდინარეობაში და აღნიშნეს, რომ მათი პროფესიული განვითარებისთვის არსებული თემა ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას.