ნათია ფარცხალაძეს აქვს 15 წლიანი გამოცდილება სოციალური მუშაობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის და ალტერნატიული ზრუნვის სფეროებში. ნათია არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2014-2015 წლებში ასრულებდა ასოციაციის თავჯდომარის მოვალეობას. თითქმის 10 წლის განმავლობაში, ნათია მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და ჟენევის ოფისებში.
იუნისეფში მუშაობის პერიოდში მან მნიშვნელოვანი წვილი შეიტანა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმირებასა და სოციალური მუშაობის პროფესიულ განვითარებაში. ნათია ჩართული იყო საქართველოში სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის დაარსებაში. ის არის სოციალური სფეროს პროფესიონალთა გლობალური ალიანსის მრჩეველთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე.
ამჟამად ნათია დაკავებულია დამოუკიდებელი ექსპერტული საქმიანობით და ასწავლის სოციალურ მუშაობას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნათიას მიღებული აქვს სამედიცინო განათლება და სამაგისტრო ხარისხები გარემოსა და ჯანდაცვის პოლიტიკაში და სოციალურ მუშაობაში საქართველოს, უნგრეთისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. მან სადოქტორო სწავლება გაიარა ევროპის ხუთი უნივერსიტეტის სოციალური მუშაობისა და სოციალური პოლიტიკის ერთობლივ სადოქტორო პროგრამაში და ამჟამად თსუ-ში განაგრძობს მუშაობას სადოქტორო თემაზე, სახელწოდებით „ცხოვრების ხარისხი, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის შეფასების მეთოდი.“