საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტში, რომელიც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერები - ნელი აკობია, ნათია მაჭარაშვილი და გურანდა თეთრაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფროს სოციალურ მუშაკებთან ერთად მართავენ ტრენინგებს საქართველოს ყველა რეგიონის სოციალური მუშაკებისთვის. უფროსი სოციალური მუშაკები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებლის, გამგეობის წევრისა და სოციალური მუშაობის მრჩევლის - სალომე ნამიჭეიშვილის მიერ სპეციალურად გადამზადდნენ აღნიშნული ტრენინგების ჩასატარებლად.
აღნიშნული ტრენინგების მიზანია სოციალურ მუშაკთა გაძლიერება ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებისა და შემდგომი რეაგირების გაუმჯობესების კუთხით, მათი ცნობიერების გაზრდით ოჯახში ძალადობის ასპექტებზე. კერძოდ, ტრენინგი ყურადღებას ამახვილებს როგორც ოჯახში ძალადობის ფენომენზე, ოჯახში ძალადობის ფორმებსა და შედეგებზე, მსხვერპლისა და მოძალადის თავისებურებებზე, ასევე, სოციალური მუშაკის როლსა და ჩარევების სპეციფიკაზე, მსხვერპლის შეფასებასა და ოჯახში ძალადობის რეაგირების საუკეთესო პრაქტიკებზე. აღნიშნულ საკითხებს კურსი განიხილავს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით და, ასევე, ტრენინგი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიაზრონ საკითხი ქართული რეალობის კონტექსტში, რათა სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ ადეკვატური და ეფექტიანი რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლების გასაძლიერებლად.
ტრენინგები 10 ნაკადად ჩატარდება და 21 სექტემბრიდან 24 ნოემბრამდე გასტანს. მასში მონაწილეობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 255 სოციალური მუშაკი მიიღებს.