საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას ამერიკელი კოლეგა ბატონი ენტონი სტრეველერი ეწვევა. ბატონი ენტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველია. იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მხარდამჭერ ინიციატივებს ახორციელებს საქართველოში. ბატონი ენტონი მის საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს შეხვედრის მონაწილე ასოციაციის წევრებს.