ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

„მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ოჯახების მოწყვლადობაზე რეაგირებისათვის აჭარაში“

პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს თანამშრომლობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს (ძირითადად სოციალური მუშაკებისა და მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონულ საბჭოს) თანამშრომლებს შორის.
 
პროექტის ამოცანები: პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და  მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ.
 
სამიზნე ჯგუფები: მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რეგიონის სამედიცინო პერსონალი და პედაგოგები,

განხორციელების პერიოდი: 8 თვე

ბიუჯეტი: 55 448 ლარი

დონორი:  გაეროს ბავშვთა ფონდი