ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ნინო შატბერაშვილი

ნინო შატბერაშვილი არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ამჟამად იგი არჩეულია ასოციაციის თავჯდომარედ. ასოციაციაა დაარსდა 2005 წელს და ერთადერთი პროფესიული კავშირია  საქართველოში.
 
ნინო არის სოციალური მუშაობისა და სოციალური პოლიტიკის დოქტორი. მან ხარისხი მიიღო ლუბლიანას უნივერსიტეტიდან. მან სადოქტორო სწავლება გაიარა ევროპის 5 უნივერსიტეტში სოციალური მუშაობისა და სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში 2007-2010 წწ. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს სოციალური მომსახურებების როლი სიღარიბის დაძლევაში. სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ნინომ მიიღო ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ძირითადი მიმართულებით – სოციალური მუშაობა, სოციალური პოლიტიკის სპეციალობით, დამატებითი მიმართულებით – საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობა.
 
ნინოს აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო სექტორში. ამ ეტაპისათვის ის ერთადერთი სოციალური მუშაკია საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობდა საპასუხისმგებლო მენეჯერულ თანამდებობას საჯარო სექტორში – იგი იყო სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.
 
სოციალურ საქმეში მისი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიცავს მუშაობას დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკაზე, ოჯახს გარეთ მზრუნველობის პროგრამებში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, ქალებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან, ქვეყანათშორისი გაშვილების საკითხებსა და სოციალური მომსახურების ობიექტების აკრედიტაციის სტანდარტებზე. ნინოს განხორციელებული აქვს კვლევები სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე,  მათი აღმოფხვრისათვის სოციალური მუშაკის როლის გაანალიზებით.
 
ნინომ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოში სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი კითხულობს სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის, საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობის, საერთაშორისო სოციალური მუშაობისა და სოციალური ადვოკატობის კურსს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკლუტეტზე, სოციალური მუშაობის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ამავე დროს ხელმძღვანელობს მაგისტრანტ სტუდენტთა პრაქტიკის სწავლების კომპონენტს.