სოციალური მუშაობის მაგისტრანტი. 2013 წელს მიღებული აქვს სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხი.
2014-2016 წლებში მუშაობდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. 2016 წლიდან არის ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომელი ზუგდიდში და იცავს ლგბტ უფლებებს. ასევე, არის „ჩვენი სახლი საქართველოს“ ოჯახის გაძლიერების პროექტის სოციალური მუშაკი. ამას გარდა, სხვადასხვა დროს ჩართული იყო მცირე პროექტებში და კვლევით საქმიანობაში.
2017 წელს წარდგენილი იყო კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე ქალი უფლებადამცველებისთვის.