ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა თბილისის რაიონულ წარმომადგენლობასთან

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ დაიწყო საქართველოს მასშტაბით რეგიონულ წევრებთან შეხვედრა. თავდაპირველად, ასოციაციაში თბილისის რაიონული წარმომადგენლობა შეიკრიბა. კოლეგებმა განიხილეს პროფესიის წინაშე არსებული პრობლემები, საჭიროებები, დასახეს სამომავლო გეგმები.  

პროფესიის წარმომადგენლებისათვის სასიხარულოა მისი განვითარება ახალ სფეროებსა და უწყებებში, თუმცა უდიდეს გამოწვევად რჩება პროფესიული მანდატის აღსრულებაში ხელშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა: სოციალურ მუშაკთა დამქირავებლების დაბალი ცნობიერება პროფესიის შესახებ, ზოგიერთ უწყებებში არასახარბიელო სამუშაო გარემო, ბიუროკრატიული ფუნქციების სიჭარბე სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდებაში, იმდენად, რომ სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქცია შთანთქმულია. გამოიკვეთა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკის დახვეწის საჭიროება (მაგალითად, დამოკიდებულების მქონე პირებთან, შშმ პირებთან, მოწყვლად ოჯახებთან). ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის აუცილებლობას სოციალური მომსახურებების მიწოდების, სოციალური პროგრამირების და პოლიტიკის ფორმირებისას. 

შევთანხმდით სოციალურ მუშაკთა კლუბის ფორმირებაზე, რომლის ფუნქცია იქნება სფეროში მიმდინარე პროცესების, მიღწევებისა თუ დებატების გაშუქება საერთაშორისო მასშტაბით. კლუბის ფორმირების ინიციატივა შეხვედრის მონაწილეებმა აიტაცეს, თუმცა კლუბი ღიაა ასოციაციის ყველა წევრისათვის. კლუბი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

        












ასოციაციის წევრთა შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მონაწილეთა აზრით, პროფესიული ერთობის გააქტიურება აუცილებელია პროფესიის განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მასშტაბით უზრუნველვყოთ პროფესიის თანმიმდევრული და თანაბარი განვითარება. დედაქალაქსა თუ რეგიონებში მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის წევრებს შორის კომუნიკაცია გაძლიერდეს და საერთო ძალით შევუდგეთ პროფესიულ წინსვლას. 

დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა ასეთი ჩართულობისა და საინტერესო იდეებისათვის!

ნინო შატბერაშვილი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე