საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში კოლეგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა სატრენინგო კურსის დასრულების აღსანიშნავად. ორგანიზაცია „ჰესედ ელიაჰუ“-ს თანამშრომლებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერებმა სოციალური მუშაობის არასრული საბაზისო პროგრამა მიაწოდეს მიმდინარე წლის მაის-ივნისში „სოციალური მუშაობა არადიპლომირებული სოციალური მუშაკებისათვის” ინიციატივის ფარგლებში.
ასოციაციის თანამშრომლებმა საიმედო პარტნიორები შეიძინა „ჰესედ ელიაჰუ“-ს კოლეგების სახით, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში ებრაული თემის თანადგომის, მათი სოციალური პრობლემების დაძლევისა და გაძლიერებისათვის, ტრენინგის შემდეგ კი მათ საქართველოში სოციალური მუშაობის განვითარებისა და შესაძლებლობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ადგილობრივ სოციალურ მუშაკებთან თანამშროლობის გზით.