საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე მცხეთა-მთიანეთის წევრებს შეხვდა მცხეთაში. კოლეგებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები, პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.
სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში, წუხილი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ მათ საქმიანობას საგრძნობლად აფერხებს მოუწყობელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, გამოთქვეს გარკვეულ პროფესიულ საკითხებში გაძლიერების დიდი სურვილი.
ეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეგიონულ წევრებთან მესამე შეხვედრაა, პრობლემები კი მეტწილად იდენტურია. ყოველ შეხვედრაზე იკვეთება სოციალური მუშაკების დიდი სურვილ უკეთ მოემსახურონ მომსახურების მიმღებ პირებსა და ოჯახებს, მაგრამ მათ ამისათვის ხელშეწყობა სჭირდებათ.
ასოციაციის თავჯდომარე გეგმავს შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან და ასევე, საზოგადოების ინფორმირებას რა მიღწევებისა და გამოწვევების წინაშეა პროფესია. ბოლო დროს ხშირად ისმის არარეალისტური მოთხოვნები და პრეტენზიები სოციალური მუშაკებისადმი, რაც ბუნებრივია უნდა გაშუქდეს და მათი გადაჭრის გზებზეც ერთად ვიფიქროთ, მაგრამ შესაბამისად არ შუქდება მათი თავდადებული შრომა და მიღწევები. დროა ამაზეც იყოს ინფორმირებული საზოგადოება!
შეხვედრის მონაწილე კოლეგებს კი დიდი მადლობა მონაწილეობისათვის, მიუხედავად ზაფხულის ასეთი ცხელი დღეებისა!
ნინო შატბერაშვილი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე