საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ნატალია ბედიანაშვილი და ასოციაციის თავჯდომარე ნინო შატბერაშვილი ,,ჩეხეთის კარიტასი საქართველოში“ პროექტის ,,შშმ პირებისთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში თელავში შეხვდნენ კახეთის რეგიონში შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე და პარტნიორი ორგანიზაციის ,,საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოების“ წარმომადგენელი ნაირა ქუთათელაძე.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნული პროექტის საქმიანობის და პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წარმატებული მუშაობის გამოცდილება, წარმოჩენილიყო მუშაობაში ხელშემშლელი ფაქტორები და ემსჯელათ მათი აღმოფხვრის გზებზე, უწყებათაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა კახეთის რეგიონში მცხოვრები შშმ პირისთვის გაიზარდოს მომსახურეობების მიწოდების ხარისხი.
შეხვედრა აღმოჩნდა სასარგებლო კახეთის რეგიონის შშმპ-თა მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლისათვის. პროექტის ფარგლებში ოქტომბერში იგეგმება ასეთივე შეხვედრა სამეგრელოში.
პარტნიორ ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას და ჩვენს კოლეგას - ნინო პაატაშვილს დიდ მადლობას მოვახსენებთ ასეთი გულთბილი მასპინძლობისათვის!