სოციალურ მუშაკთა ასოციაციას საქართველოში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის 12 რეგიონული საბჭოდან 10-ში წარმომადგენელი ეყოლება. ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება 9 რეგიონის საბჭოს (მათ შორის, ორს თბილისში), გარდა გურიისა და რაჭისა.
მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭო შედგება როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე სხვა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომელთაც შეხება აქვთ სოციალურ სერვისებთან.
აღნიშნული საბჭო განიხილავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სოციალური მუშაკების მიერ წარმოებულ საქმეებს და იღებს მათ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკების რეკომენდაციების და დისკუსიის საფუძველზე. შესაბამისად, სოციალური მუშაკების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერის, პროფესიული ღირებულებების წინ წამოწევისა და ბენეფიციარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია მსგავს საბჭოში სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლობა.
მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საბჭოს ეფექტურად ფუნქციონირებაში და ვიმედოვნებთ, რომ პროფესიის განვითარებისთვის მონდომებული წევრების დახმარებით ახლო მომავალში შევძლებთ საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონის მოცვას.