საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ჩართულია პროექტში „მწვავე შეზღუდულობის მქონე ბავშვთა ალტერნატიული მომსახურების - მცირე საოჯახო სახლის პერსონალის გაძლიერება, მომსახურების განვითარების მიზნით“, რომელიც იუნისეფისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია მწვავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მცირე საოჯახო სახლის პერსონალისა და სოციალური მუშაკების გაძლიერებით, პროფესიონალთა სუპერვიზიისა და მომსახურების მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების და მომსახურების მომწოდებლების სოციალური ადვოკატობის უნარების გაძლიერების საშუალებით. პროექტის ფარგლებში, მოხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საბჭოს წევრების გადამზადება, სოციალური მუშაკების გადამზადება როგორც მომსახურების ეფექტურად უზრუნველყოფის, ისე ადვოკატობის უნარების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე, სოციალურ მუშაკთა სუპერვიზიისა და მომსახურების მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა.
აღნიშნული მიზნით, 7 და 12 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა სოციალურ მუშაკთა გადასამზადებლად შემუშავებული ტრენინგ მოდული. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკების პირველი ჯგუფი 4 დღიან ტრენინგს ოქტომბრის ბოლოს გაივლის. შემდგომ ეტაპობრივად მოხდება სოციალური მუშაკების გადამზადება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
პროექტის ფარგლებში ასოციაცია თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: გადავარჩინოთ ბავშვები, ბრეს საქართველო, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.