კვირეულის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და მის რეგიონულ პარტნიორებს გაეროს ბავშვთა ფონდმაც უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა სოციალური მუშაკის როლის გააზრების მიზნით ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შეხვედრაზე ასოციაციის თავჯდომარემ, ქალბატონმა ნინო შატბერაშვილმა 2005-2012 წლის ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის შეფასების ანგარიში წარადგინა, მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა კი მიმდინარე მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის ბავშვთა კეთილდღეობისა და სოციალური მუშაობის, როგორც რეფორმის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის, ამჟამინდელ და სამომავლო ამოცანებზე.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა