ტრენინგის ფარგლებში კოლეგებთან ერთად განვიხილეთ შშმ ბავშვებთან მუშაობის არსებული და სასურველი პრაქტიკა; შშმ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, სოციალური მუშაკის როლი, უფლებების დაცვის საქმეში; სოციალური მუშაკის ფუნქცია მცირე საოჯახო ტიპის სახლებთან მიმართებაში, საჭიროებათა შეფასების მიდგომები; მომსახურების ახალი მოდელი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის - 24 სთ-იან ზრუნვაში განთავსების კრიტერიუმები, მომსახურების ალტერნატიული მოდელი; ოჯახთან მუშაობა სოციალური მუშაკის ჩარევის სტრატეგიები, არსებული მომსახურებები, ოჯახის მიერ შეზღუდულ შესაძლებლობასთან ადაპტაციის ეტაპები და თანამშრომლობითი მიდგომები; სტრესთან გამკლავების ადაპტური და არაადაპტური საშუალებები, ადვოკატირების პროცესი, პრობლემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს ადვოკატირებას, არსებული პროფესიული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მონაწილეთა ჩართულობაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ სოციალური მუშაკებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული საკითხების განხილვა და ახალი მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღება. აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ პრაქტიკას.