ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის პირველი თემატური ჯგუფის მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება შეხვედრა გაიმართა

სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში 2016 წლის 11 ნოემბერს, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის პირველი თემატური ჯგუფის მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კოალიციის 14 ორგანიზაციის წარმომადგენელი/წევრი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო კოალიციასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვა (იდეების გენერირება) და ასევე ბავშვთა დაცვის მონიტორინგის პროცესში კოალიციის ჩართულობის განსაზღვრა. შეხვედრაზე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, საქართველოს სოციალური ასოციაციის წარმომადგენელმა სალომე ნამიჭეიშვილმა წევრებს წარუდგინა პროექტი-,,გაერთიანებული ხმა ბავშვებისთვის’’ ბიზნესთან თანამშრომლობის განვითარების ექსპერტი, აღნიშნული ექსპერტის ერთ-ერთ ამოცანაა დაეხმაროს კოალიციას 2  მსხვილ ბიზნესსა  და 2  ცნობილ სახესთან მემორანდუმის გაფორმებაში.  

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ  სავარაუდო თემატიკაზე, რომელიც  განიხილეს ბიზნესთან თანამშრომლობის ფარგლებში, აღინიშნა  კოალიციის როლი  ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში. ამავე ფორმატში ასევე იგეგმება სხვა თემატური ჯგუფების შეხვედრებიც.