საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოების წარმომადგენლებისთვის 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრა მოეწყო პროექტის - „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესებისათვის პროფესიონალთა გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია USAID და UNICEF-ის მიერ.
სამუშაო შეხვედრა ასოციაციაში 21-22 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭის რეგიონული საბჭოების წევრებმა და საბჭოს მდივნებმა მიიღეს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:
შშმ ბავშვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილების ეფექტურობის ხელშემწყობი ფაქტორები;
შშმ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და საბჭოს წევრების როლი უფლებების დაცვის საქმეში;
შშმ პირებთან მისაღები ტერმინოლოგიის გამოყენებისა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკის ხელშეწყობის მნიშვნელობა, ასევე, სტიგმის გავლენა და სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ფაქტორები;
მომსახურების ახალი მოდელი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის - 24 სთ-იან ზრუნვაში განთავსების კრიტერიუმები, მომსახურების ალტერნატიული მოდელი, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა, სუპერვიზიის მექანიზმი და ინდივიდუალური განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელი ფაქტორები;
საბჭოს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთიანი მიდგომის მნიშვნელობა და პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესების, საჭიროებებისა და ფუნქციების გააზრება;
არსებული მომსახურებები, პრობლემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს ადვოკატირებას;
არსებული პროფესიული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.მონაწილეთა ჩართულობაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული საკითხების განხილვა და საბჭოს, როგორც საჭიროებების შემსწავლელი და რეკომენდაციების გამცემი ორგანოს, ფუნქციების წინ წამოწევა. მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და გამოთქვამდნენ მოტივაციას, უფრო მეტად გააქტიურდნენ და გაზარდონ საბჭოს როლი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მიმდინარე პროცესებში. ამასთანავე, გამოიკვეთა პერიოდულად მსგავსი შეხვედრების გამართვის საჭიროებაც, საბჭოს ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.
პროექტის ფარგლებში, მსგავსი სამუშაო შეხვედრის ჩატარება იგეგმება ყველა რეგიონული საბჭოს წარმომადგნელებთან.