ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა სკოლის სოციალური მუშაობის თემაზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკოსების მონაწილეობით

1 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა სკოლის სოციალური მუშაობის თემაზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკოსების მონაწილეობით სოციალური თერაპიის სახლში (ორგანიზაცია სოციალური საწარმოსა და თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს). შეხვედრა ჩატარდა პროექტის „შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრაზე განხილული იყო სკოლის სივრცეში სოციალური მუშაობის, როგორც სკოლაში ყველა მოსწავლის სოციალური ინკლუზიის უმნიშვნელოვანესი მეთოდის, მნიშვნელობა და საერთაშორისო კონტექსტში არსებული გამოცდილება, ისევე, როგორც ამ გამოცდილების საქართველოს რეალობაზე მისადაგების შესაძლებლობები. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების თემის წარმომადგენლები. შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება სკოლის სოციალური მუშაობისა და მისი საქართველოს რეალობაში განხორციელების კონცეფცია, რომლის თაობაზე ადვოკატობის ღონისძიებებიც იგეგმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ადგილად სოციალური თერაპიის სახლის შერჩევა მიზანმიმართულად მოხდა, რათა მხარი დაგვეჭირა შშმ თემზე გამიზნული სოციალური საწარმოსა და თერაპიული მიზნების მქონე ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები აქვს სახელმწიფო დაფინანსების სიმწირის გამო.