8 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების თემთან ასოციაციაში „ანიკა“, რომელიც შშმ თემის ორგანიზაციას წარმოადგენს. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრაზე განხილული იყო თემისთვის საჭირბოროტო საკითხები, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები. თემის წევრებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისგან გაეგოთ თემში და თემისთვის არსებული სიახლეებისა და რესურსების შესახებ. ასევე, თემის წევრებს წარედგინათ სკოლის სოციალური მუშაობისა და ახალგაზრდული მუშაობის კონცეფციები, რომლებიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გაიმართა აღნიშნული კონცეფციების თაობაზე დისკუსია. გარდა ზემოაღნიშნულისა, თემის წევრებს გაესაუბრა პაატა გურგენიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ფონდის მიერ შშმ თემისთვის გამიზნული პროგრამებისა და სიახლეების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ადგილად ასოციაციის „ანიკა“, შეხვედრაზე საკვებისა და სატრენინგო მასალების მომწოდებლად კი სოციალური თერაპიის სახლის (რომელიც სოციალური საწარმოსა და თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს) შერჩევა მიზანმიმართულად მოხდა, რათა მხარი დაგვეჭირა შშმ თემის ამ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები აქვთ სახელმწიფო დაფინანსების სიმწირის გამო.
ამ სიახლეს არ ვურთავთ შეხვედრის სურათებს, რადგან თემის ზოგი წევრისთვის შეიძლება არ იყოს კომფორტული სურათების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება.