საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლის პერსონალს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი შეეხებოდა ძალადობის ნიშნების ამოცნობას და ბავშვთა ძალადობის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტების უფლება-მოვალეობების გაცნობას, ასევე, მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის პრინციპებს, ერთმანეთის ფუნქციების გამიჯვნასა და ინდივიდუალური გეგმის შედგენას.
გარდა ამისა, განხილული იყო პროფესიონალთა გამოწვევები და მათთან გამკლავების გზებიც.
მონაწილეთა ჩართულობაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული საკითხების განხილვა, ისევე, როგორც საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში და აზიარებდნენ საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, ამასთანავე, გამოთქვეს სურვილი პერიოდულად გაიარონ მსგავსი გადამზადება უფრო ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესებისათვის პროფესიონალთა გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია USAID და UNICEF-ის მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე შედგა სამუშაო შეხვედრები მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონული საბჭოების წევრებთან და იგეგმება სოციალური მუშაკების გადამზადებაც.