ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ თბილისში, ასოციაციის ოფისში, გამართა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსით „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში“ დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის

   7 მარტს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ თბილისში, ასოციაციის ოფისში, გამართა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსით „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში“ დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზაციების წარმომადგენელებს ჰქონდათ საინტერესო შეკითხვები. შეხვედრა აღმოჩნდა, ასევე, კარგი შესაძლებლობა საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლისათვის დამსწრე ორგანიზაციებს შორის. ამით, სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დაასრულა საინფორმაციო შეხვედრები კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებთან. მომდევნო კვირაში, ჩვენს ვებ გვერდზე აიტვირთება ყველა შეკითხვა და პასუხი, რომელიც საინფორმაციო შეხვედრებისა ან/და სატელეფონო საუბრებისას დაგვისვეს კოლეგებმა.

  პროექტი „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰილფსვერკ ავსტრია“ მიერ შემდეგ ოთხ ადგილობრივ პარტნიორთან თანამშრომლობით: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია.
   საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში და წვლილი შეიტანონ სოციალური დაცვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებაში. განსაკუთრებით კი, ოჯახის გაძლიერების კომპონენტის მხარდასაჭერად სოციალური მუშაობის პრაქტიკის, თემის მონაწილეობის გაზრდისა და სააგენტოთაშორისი, სისტემათაშორისი და დისციპლინათაშორისი პარტნიორობის მეშვეობით.