1. ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს დედაქალაქში და აქვს ფილიალები რეგიონებში (ერთერთი მათგანი აღმოსავლეთ საქართველოში). ფილიალი აქამდე ასრულებდა სათაო ორგანიზაციის მიერ დაწერილ პროექტებს რეგიონში. თუმცა მარტში რეგიონში მდებარე ორგანიზაცია რეგისტრირდება როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუმცა მიაწვდის იგივე სერვისს, რასაც აქამდე აწვდიდა. შესაძლებელია თუ არა ახლად დაარსებულმა ორგანიზაციამ გამოიყენოს მანამდე ფილიალად არსებობის დროს დაგროებული გამოცდილება და ეს მიუთითოს პროექტში?
„მითითებები საპროექტო განაცხადის შესახებ“ 2.2.1 პუნქტის მიხედვით რეგიონში რეგისტრირებულ პატარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განსაკუთრებით წახალისებულნი არიან შემოიტანონ განაცხადი გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე. ეს ასევე ეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებულნი, იმ შემთხვევაში თუ პროექტის აქტივობები განხორციელდება „ერთ ან რამდენიმე რეგიონში, დედაქალაქს გარეთ“ (პუნქტი 2.2.2 „მითითებები საპროექტო განაცხადის შესახებ“). ორგანიზაციას უნდა შეეძლოს, აჩვენოს გამოცდილება, მინიმუმ, ორი პროექტის განხორციელების კუთხით, რომელთაგან თითოეულის ბიუჯეტი, სულ მცირე, მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 33%–ია. სასურველია, რომ პროექტები ეხებოდეს სოციალურ სფეროს საქართველოში და ბოლო 5 წლის განმავლობაში იყოს განხორციელებული; ასევე, მინიმუმ, ერთ–ერთი მათგანი, ძირითადად, დედაქალაქს გარეთ ერთ ან რამდენიმე რეგიონზე იყოს მიმართული.(პუნქტი 2 „მითითებები საპროექტო განაცხადის შესახებ“).
2. არის თუ არა საგრანტო კონკურსისთვის რელევანტური რომ ორგანიზაციამ (რეგისტრირებული და გამოცდილი) შემოიტანოს განაცხადი, რომელიც შეეხება გამოუცდელი ორგანიზაციების გაძლიერებას, ისეთი ორგანიზაციების რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი , მაგრამ მუშაობენ როგორც არაფორმალური ორგანიზაცია?
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მთავარ განმცხადებლად ან თანა–განმცხადებლად მხოლოდ რეგისტრირებულ, ორგანიზაციებს შეუძლიათ (იხილეთ პუნქტები 2.2.1 და 2.2.2 „მითითებები ქვე–გრანტი შესახებ“) .
3. საჭიროა თუ არა პროექტში ჩართული თანამშრომლების CV – ის დართვა საპროექტო განაცხადისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად?
CV– ის დართვა საპროექტო განაცხადისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად არ არის მოთხოვნა. თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად გთხოვთ შეავსოთ საპროექტო განაცხადის 9.2 პუნქტში მოცემული ცხრილები.
4.განმცხადებელმა ორგანიზაციამ საპროექტო განახადის ფორმას სხვა დოკუმენტაციასთან ერთად აუცილებლად უნდა დაურთოს საბუთი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ. თუმცა, არსებობს საბუთი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ და არსებობს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც განახლებულ ინფორმაციას იძლევა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციასან ერთად. რომელი უნდა წარადგნინოს ორგანიზაციამ ?
თუ ორგანიზაციაში მოხდა ცვლილება მისი პირველი რეგისტრაციის შემდეგ, საპროექტო განაცხადს აუცილებლად დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც განახლებულ ინფრომაციას შეიცავს.
5.თუ განმცხადებელი ორგანიზია გადაწყვეტს რომ აირჩიოს მესამე პუნქტი სექციიდან 2.3.5 (იგულისხმება С პუნქტი 2.3.5 სექციიდან მითითებები განმცხადებლის შესახებ) ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ განმცხადებელმა აუცილებლად უნდა აირჩიოს (a) ან (b) პუნქტები ამ შემთხვევაში? თუ განმცხადებელს შეუძლია დაეყრდნოს კვლევებს რომელიც მანამდე ჩატარდა და შეიმუშავოს კონცეფციები მათზე დაყრდნობით?
არ არის აუცილებელი შეასრულოთ ყველა აქტივობა 2.3.5 პუნქტიდან ერთდროულად. კვლევები რომელიც ჩატარდა და კონცეფციები რომლებსაც შეიმუშავებთ არ უნდა იყოს განმეორება უკვე გაკეთებულის. ვგულისხმობთ, პროექტმა არ უნდა მოახდინოს უკვე შესრულებული სამუშაოს დუბლირება. ქვე–გრანტების მეშვეობით შეიძლება დაფინანსდეს 2.3.5 პუნქტში მოცემული ღონისძიებები (აქტივობები). მაშინ, როცა გამარჯვებული განაცხადები უნდა მოიცავდეს 2.3.5 პუნქტში მოცემულთაგან, მინიმუმ, 2 ღონისძიებას (აქტივობას). მხოლოდ მესამე პუნქტის არჩევა არ იქნება საკმარისი. თითოეული შერჩეული ღონისძიებისთვის (აქტივობისთვის), განმცხადებლებისთვის სავალდებულოა სოციალური მუშაობის კომპონენტის ჩართვა.
განმცხადებელს, რომელსაც სურს სერვისის პილოტირება უნდა მოახდინოს საკმარისი დასაბუთება შემოთავაზებული სერვისის პილოტირებისა (უნდა დასაბუთდეს თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც მოცემული სერვისის პილოტირება). დასაბუთება შესაძლოა მოხდეს პროექტის მიმდინარეობისას (მაგალითად კვლევის ჩატარება, ანალიზის ჩატარება და შესაბამისად კოცეფციების შემოთავაზება) ან შევეხოთ უკვე ჩატარებულ კვლევებს და მათ მიერ მიღწეულ მიგნებებს - იხილეთ პროექტის წინაპირობა და პროექტის წინარე სიტუაციის აღწერა (მაქსიმუმ, 1 გვერდი) პუნქტი 3 სააპლიკაციო ფორმაში შემოთავაზებული პროექტის ჩარჩოს გარეთ.
6. კვლევის ჩატარება თუ არის შესაძლებელი და რეკომენდაციების გაცემა? მხოლოდ ამ ორ აქტივობაზე რომ აიგოს პროექტი თუ შეიძლება?
აპლიკანტები თავისუფლები აირჩიონ მათთვის საინტერესო ორი აქტივობა რომელიც „მითითებები საგრანტო კონკურსის შესახებ“ 2.3.5 პუნქტის ქვეშ არის მოცემული. თუმცა თითოეული შერჩეული ღონისძიებისთვის (აქტივობისთვის), განმცხადებლებისთვის სავალდებულოა სოციალური მუშაობის კომპონენტის ჩართვა. მაგალითად, სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების ანალიზის მეშვეობით ოჯახის გაძლიერებისა და შენარჩუნების, ან გაუმჯობესებული სექტორთაშორისი თანამშრომლობის კონტექსტში, ან იმის ჩვენებით, თუ როგორ შეუძლია სოციალურ მუშაობას საკუთარი წვლილის შეტანა ზემოხსენებულ სფეროებში დადებითი ცვლილებების მოსახდენად და ა.შ.
7. არის თუ არა სპეციფიურ სოციალურ საკითხზე პროექტის ფოკუსირება უპირატესი გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის? ისეთი როგორიცაა: ოჯახის გაძლიერების პოლიტიკის გაუმჯობესებაზე აქტივობების მიმართვა და მუშაობა ოჯახში ძალადობის და ბავშვზე ძალადობის პრობლემების მოგვარების პერსპექტივიდან. ეს კი გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებზე და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ფოკუსირებას როგორც რელევანტურ სამიზნე ჯგუფზე. ან მოხდეს პროექტის ფოკუსირება შერჩეულ სოფლებში, უფრო ზოგად სოციალურ დონეზე და იმ პოლიტიკაზე რომელიც უნდა არსბობდეს ოჯახის შენარჩუნებისთვის და იმ ასპეტებზე მუშაობა რომლის დანაკლისსაც, არსებობასაც განიცდის შერჩეული სამიზნე გეოგრაფიული ერთეული. ეს კი გულისხმობს მოწყვლად ოჯხებზე მუშაობას სოფლის დონეზე.
გამარჯვებულმა განმცხდდებელმა ცხადად უნდა შეძლოს წარმოაჩინოს პოექტის განხორციელებამდე არსებული სიტუაცია, სამიზნე რეგიონში (ებში) და/ან თემში (ებში). იდენტიფიცირება გაუკეთოს სპეციფიურ პრობლემებს განსაზღვროს აქტივობების ლოგიკური და თანმიმდვერობითი მიმდევრობა (შეარჩიოს მინიმუმ ორი „მითითებები ქვე–გრანტზე განმცხადებლისთვის“ პუნქტიდან 2.3), რომელიც წარმოაჩენს კონკრეტულ პრობლემას და აჩვენებს რომ პროექტის ფარგლებში შეიტანს მდგრად ცვლილებებს და შედეგებს რეგიონში. პროექტში დასახელებული პრობლემიდან და მისი აღმოფხვრის შერჩეული მიდგომიდან პროექტი შესაძლოა მიზნად ისახავდეს როგორც კონრეტულ პოლიტიკაზე (ებზე) მუშაობას და გავლენის მოხდენას სხვადასხვა დონეზე (მიკრო, მაკრო) ან ჰყავდეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი (დაინტერესებული მხარე ან ჯგუფი), თუკი ეს ზედმიწევნით კარგად იქნება ახსნილი და დასაბუთებული განაცხადის ფორმაში.
8. შესაძლებელია თუ არა განმცხადებელ ორგანიზაციას ჰქონეს სერვის კონტრაქტი კვლევით ორგანიზაციასთან? (ორგანიზაცია რომელიც ჩაუტარებს კვლევას)
„მითითებები ქვე–გრანტზე განმცხადებლისთვის“ 2.5.1 (ე) პუნქტის მიხედვით ეროვნულ დონეზე გარე ექსპერტის ჩართვა დასაშვებ პირდაპირ ხარჯებში შედის. ამავე პუნქტს ექვემდებარება კვლევით ორგანიზაციასთან სერვის კონტრაქტის გაფორმება და დაქირავება.
9. შესაძლებელია თუ არა განმცხადებელი ორგანიზაციისთვის გააფორმოს კონტრაქტი და დაიქირავოს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი (ექსპერტად / კონსულტანტად)?
„მითითებები ქვე–გრანტზე განმცხადებლისთვის“ 2.5.2 პუნქტის მიხედვით სამთავრობო და ადმინისტრაციების პერსონალის ხელფასის ხარჯები არის არადასაშვები ხარჯები. თუმცა, თუ ეს პერსონა (სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი რომლის დაქირავებასაც აპირებთ) იქნება დაქირავებული, როგორც გარე ექსპერტი სოციალური სამუშაოს თემაზე, რათა შეიტანოს წვლილი პროექტში და მას როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აქვს უფლება ზემოთხსენებული მომსახურების მიწოდებისა და/ან აქვს უფლება გააფორმოს მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, (იმ ხელშეკრულების მიუხედავად რაც უკვე გაფორმებული აქვს: იგულისხმება ხელშეკრულება მისი სამუშაო ადგილის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში), მაშინ ასეთი პერსონის დაქირავება პროექტისთვის დასაშვებია.
10. „მითითებები ქვე–გრანტის შესახებ“ დოკუმენტში დასაშვებ ხარჯებში წერია შესაძლებელია ავეჯის შეძენა, ეხება თუ არა ეს საყოფაცხოვრებო ავეჯს, მაგალითად საწოლი, მაგიდა ა.შ? (ვგულისხმობთ არასაოფისე ავეჯს)
ზოგადად ნებისმიერი სახის ავეჯის შეძენაა დასაშვები გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირდაპირ კავშირში უნდა იყოს დაგეგმილ პროექტთან და აქტივობებთან; ავეჯის შეძენის აუცილებლობა უნდა იყოს კარგად დასაბუთებული და მთლიანი ბიუჯეტი უნდა იყოს კარგად დაბალანსებული. ავეჯის შეძენის აუცილებლობა პირდაპირაა დამოკიდებული პროექტის შინაარსზე და პროექტით შემოთავაზებულ სერვისზე. მაგალითად, თუ ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ ასევე განახორციელოს სერვისის პილოტირება და ამისთვის დასჭირდება საწოლები ბავშვთა დღის ცენტრისთვის – თუ ეს ყოველივე არის კარგად ახსნილი და ყიდვის საჭიროება კარგად დასაბუთებული, მაშინ ასეთი საწოლების ყიდვა მისაღებია იმდენად რამდენადაც, რა თქმა უნდა პროექტის ხარჯების უმეტესი წილი არ უნდა იყოს მიმართული ავეჯის შესყიდვაზე.
11.ორგანიზაცია ბენეფიციარებს სერვისს აწვდის სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს მომართვის შემდეგ (გადმომისამართების შემდეგ). პროექტის განხორციელებისას (გამარჯვების შემთხვევაში) მოგვიწევს კვლავ ვითანამშრომლოთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რათა გვქონდეს წვდომა ბენეფიციართან ან შევასრულოთ პროეტის აქტივობა. შესაბამისად, გვაინტერესებს საჭიროა თუ არა საპროექტო განაცხადის დანართებს დავუმატოთ მემორანდუმი ან თანამშრომლობის შეთანხმების წერილი ან მემორანდუმი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან? თუ ამას ასე ვიქცევით მოგვიანებით, პროექტის გამარჯვების შემთხვევაში?
სააპლიცაიო განაცხადში გთხოვთ აღწერეთ ნებისმიერი კონსულტაცია და უერთიერთთანამშრომლობა რაც გქონიათ საოციალური მომსახურების სააგენტოსთნ, ან რაც გექნებათ – საპროექტო განაცხადის პუნქტი 4.5 და პუნქტი 5 მიხედვით. ამ ეტაპზე არ არის საჭირო დაურთოთ ურთიერთთნამშრომლობის წერილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. თუმცა აუცილებლად უნდ აიყოთ დარწმუნებული და უახლესი ინფორმაციით აღჭურვილი, რომ თქვენი და სოციალური ომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება თქვენი პროექტის აქტივობების განხორციელებისას. თანამშრომლობის წერილის წარმოდგენა კი მოგვიანებით იქნება საჭირო, თუ პროექტი გაიმარჯვებს.
12.საპროექტო განაცხადის წერისას წავშალოთ თუ არა მითითებები რომელიც მოცემულია საპროექტო განაცხასდის ფორმაში? (მაგალითად მითითება თუ რას წარმოადგენს პროექტის მდგრადობა და ა.შ)
მითითებების წაშლა შეგილიათ, თუმცა, გთხოვთ, იყოთ ყურადღებით სანამ მითითებებს წაშლით, რათა სრული ინფორმაციის შეტანა მოხდეს საპროექტო განაცხადში მოცემული სათაურების ქვევით, საჭირო ინფორმაციას სწორედ ამ მითებებში ამოიკითხავთ (რომელიც სათაურებს მოყვება).
13. თუ განმცხადებელი ორგანიზაცია სააპლიკაციო განაცხადს ავსებს ქართულად მაშინ შრიფტი, რომელსაც ის იყენებს ვერ იქნება ARIAL (როგორც ეს წესებშია მითითებული) რადგან ეს შრიფტი არის ინგლისური. ამ შემთხვევაში რომელ შრიფტს იყენებს განმცხადებელი? შრიფტი Sylfaen – ი დასაშვებია?
თუ საპროექტო განაცხადი იწერება ქართულ ენაზე მაშინ გამოიყენეთ შრიფტი Sylfaen – ი, სიმბოლოების ზომა 12, დოკუმენტს 2 სმ.–იანი ველები უნდა ჰქონდეს (2 cm margins) და ხაზებს შორის დაშორება თითო ხაზის ტოლი უნდა იყოს (single line spacing)
14.საპროექტო განაცხადი ინგლისურად უნდა იყოს შედგენილი, ქართულად თუ რომელიმე ენაზე ამ ორი ენიდან?
თუ საგრანტო განაცხადი ადგილობრივ ენაზეა მომზადებული, მაშინ „პროექტის შეჯამება“ (ქვე– გრანტების პროგრამის განაცხადის ფორმის მე–2 პუნქტი) ინგლისურად უნდა ჩააბაროთ; თუ საგრანტო განაცხადი ინგლისურადაა მომზადებული, მაშინ „პროექტის შეჯამება“ ადგილობრივ ენაზე უნდა მომზადდეს.
დამატებითი ინფომაციისთვის იხილეთ მოწვევა განაცხადების შემოტანაზე