ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსა და სოციალურ მუშაკთა დამქირავებლებს შორის

მეგობრებო, სოციალური მუშაობის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის განზრახვით, გუშინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსა (ჯგუფში შედიან ყველა ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ მუშაკებს ქირაობენ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC) და სოციალურ მუშაკთა დამქირავებლებს შორის. შეხვედრაში დამქირავებელთაგან მონაწილეობა მიიღეს შემდეგი  უწყებების წარმომადგენლებმა:

სოციალური მომსახურების სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი დანაშაულის პრევენციის ცენტრი

  •         
  • აღსრულების ეროვნული ბიურო
  • პრობაციის ეროვნული სააგენტო
  • პენიტენციური დეპარტამენტი 
შეხვედრის მიზანი იყო: სოციალური მუშაობის ამჟამინდელი მდგომარეობის ერთობლივად გააზრება და ჩვენი სამომავლო ხედვის მათთვის გაცნობა.
 
შეხვედრები გაგრძელდება ციკლურად. მომდევნო შეხვედრა გაიმართება უფრო გაფართოებული შემადგენლობით (გაფართოებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით).
 
როგორც შევთანხმდით, შეხვედრა იყო ღია, ნახევრად ფორმალური. მონაწილეებმა გაიზიარებს სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი კონცეფცია და სასარგებლო უკუკავშირი მოგვაწოდეს.
 
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრისათვის.