19 ივნისს ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის 73-ე პარაგრაფში „ბავშვთა უფლებები“-ს ქვეშ აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციაში დამოუკიდებელ მუხლად ჩამოყალიბდეს. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, უერთდება ვენეციის კომისიის მოწოდებას და მიმართავს საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში ბავშვთა უფლებების ასახვის მოთხოვნით.
საქართველო პარლამენტი ახორციელებს ისტორიულ ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციაში, რასაც გადამწყვეტი გავლენა უნდა ჰქონდეს ქვეყანაში დღეს მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, ბავშვებისთვის. კონსტიტუციამ ყველასთვის თანაბრად უნდა შექმნას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები. სწორედ მომავალი თაობების, ე.ი. ბავშვების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინება უნდა გახდეს კანონმდებლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, კონსტიტუციის ამ დროისთვის არსებულ პროექტში მნიშვნელოვან საკითხად არ არის მიჩნეული.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოხატავდა შეშფოთებას ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ბავშვთა დაცვისა და განვითარების გარანტიების გაუთვალისწინებლობის გამო წევრი ქვეყნების კონსტიტუციებში, სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ აქტებში[1]. ასამბლეის მოსაზრებით, ბავშვთა უფლებების ეროვნულ კონსტიტუციებში ასახვა უნდა მივიჩნიოთ ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკის აუცილებელ ღონისძიებად.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შეფასებისას, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა და 2000-2010 წლებში ვენეციის კომისიის წევრმა, სერ ჯეფრი ჯოუელმაც აღნიშნა, რომ პროექტი საკმარისად არ ითვალისწინებს ბავშვთა უფლებებს, მათ შორის იმ საკითხებს, რომელიც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში[2]
კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას გააანალიზა კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი და მიიჩნია, რომ ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის დაცვისთვის აუცილებელია კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სრულყოფა. არსებული ტექსტი არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ბავშვთა უფლებების ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებს, როგორიცაა ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, შრომითი ექსპლუატაციისგან, ბავშვებზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებებს, ბავშვთა განვითარების, ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესისა და მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფას და სხვა.
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ეყრდნობა რა, ვენეციის კომისიის ანგარიშს ბავშვთა უფლებების დაცვის საკონსტიტუციო გარანტიების შექმნის შესახებ[3], საქართველოს პარლამენტს მიმართავს თხოვნით, რათა კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული იყოს ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის შემდეგი ფუნდამენტური საკითხები:

- კონსტიტუციის ჩანაწერში ხაზი გაესვას ბავშვს, როგორც უფლებათა სუბიექტს და, არა მხოლოდ, მზრუნველობის ობიექტს. აღნიშნული მიდგომა განმტკიცებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიერ და ხაზს უსვამს ბავშვების უფლებას, შესაბამისად, სახელმწიფოს შემხვედრ ვალდებულებებს ამ უფლებების რეალიზაციისათვის. აგრეთვე, ბავშვის უფლებას ჰქონდეს აქტიური როლი საკუთარი საჭიროებების განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაცული იყოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. მსგავს თანამედროვე მიდგომას იზიარებს უნგრეთის, მონტენეგროს, სლოვენიისა და პოლონეთის კონსტიტუციები, სადაც ბავშვთა უფლებების შესახებ ჩანაწერი ხაზს უსვამს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ უფლებებითა და თავისუფლებებით ასაკისა და სიმწიფის ხარისხის შესაბამისად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, წევრ ქვეყნებს აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით მოუწოდებს: შექმნან კონსტიტუციური გარანტიები ბავშვთა უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც დაეფუძნება ბავშვების აღიარებას დამოუკიდებელ სამართალსუბიექტებად, უზრუნველყონ ბავშვთა საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტად აღიარება და ბავშვების აზრის გათვალისწინება ყველა იმ გადაწყვეტილებაში რომელიც მათ ეხებათ[4].
- კონსტიტუციის ჩანაწერი ბავშვთა უფლებების შესახებ არ იყოს შევიწროვებულად დაკავშირებული მხოლოდ ოჯახთან ან დედასთან, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია მოცემულია[5]. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს როგორც დედის, ისე მამის მზრუნველობა; მამის პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაში და განვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ევროპის არაერთ ქვეყანაში ჩანაწერი დედის დეკრეტული შვებულების შესახებ ჩანაცვლდა ჩანაწერით „მშობლის შვებულების“ შესახებ. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ბავშვის უფლებები, რიგ შემთხვევაში, საჭიროებდეს პრიორიტეტულად და მშობლების უფლებების განცალკევებულად დაცვას, განსაკუთრებით, როცა ეს უკანასკნელნი ვერ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს ბავშვის განვითარების და ძალადობისგან დაცვის მიმართულებით.
- მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში ხაზი გაესვას, რომ ბავშვთა უფლებების დაცვაზე მშობელთა პასუხისმგებლობის შემავსებლად, მაკონტროლებლად არსებობს სახელმწიფო, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს მშობლის პასუხისმგებლობა, ამის აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს, სახელმწიფოს როლი მშობლების მხარდაჭერის მიმართულებით, რათა ამ უკანასკნელებმა სრულფასოვნად განახორციელონ კანონით დაკისრებული ვალდებულები. როგორც ვენეციის კომისია თავის ანგარიშში „ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მხოლოდ მშობელზე დაკისრება არ შეესაბამება გაეროს ბავშვთა უფლებების სტანდარტს და საჭიროა განიმარტოს სახელმწიფოს ვალდებულება. აღნიშნული სტანდარტი დაცულია ბულგარეთის კონსტიტუციაში, რომელიც მიუთითებს, რომ „ბავშვის აღზრდა არის მშობლების მოვალეობა, რომელიც მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ“.
- აუცილებელია, განიმარტოს ბავშვისთვის ოჯახური ცხოვრების განსაკუთრებული მნიშვნელობა და სახელმწიფოს როლი ხელი შეუწყოს ბავშვების ოჯახებში გაზრდას, ხოლო ბავშვის ოჯახისგან გამოყვანა იყოს უკიდურესი ღონისძიება, თუ საპირწონედ ბავშვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინტერესი დგას. ბავშვის განვითარებისა და სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს როგორც ოჯახში, ისე ბავშვზე ზრუნვის სხვა ფორმებში.
- მნიშნელოვანია, თანასწორობის უზრუნველყოფის მუხლში ჩაიწეროს ასაკი, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშანი, რომელიც ხაზს გაუსვამს ბავშვების ასაკის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვის აუცილებლობას. აღნიშნული ჩანაწერი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას ბავშვებისათვის. ევროპის საბჭოს 18 ქვეყნის კონსტიტუცია ასევე ხაზს უსვამს ბავშვის თანასწორობას კანონის წინაშე მისი მშობლების ქორწინების სტატუსის მიუხედავად.
- მნიშვნელოვანია, შრომის თავისუფლების მუხლში ასევე უზრუნველყოფი ლი იყოს ბავშვის უფლება იყოს დაცული ბავშვთა შრომის, შრომითი და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან. ბავშვთა დაცვა შრომის სახიფათო ფორმებისგან, რომელიც მათ პიროვნულ განვითარებასა და ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.
- მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი ბავშვთა უფლებაზე იყვნენ დაცული ძალადობისგან. აღნიშნული ჩანაწერი მოცემულია უნგრეთის, ალბანეთის, მონტენეგროს, სერბეთის, უკრაინის, ბელგიის, ესპანეთის, ავსტრიის, პოლონეთის კონსტიტუციებში. ეს უკანასკნელი აკონკრეტებს ბავშვების უფლებას მოითხოვოს სახელმწიფო უწყებებისგან მათი დაცვა ძალადობის, სისასტიკის და ექსპლუატაციისგან.
ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები გაიწეროს ადამიანის უფლებების თავში, როგორც სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი, რომელიც, ვენეციის კომისიის თანახმად, წარმოადგენს ბავშვთა დაცვის ეფექტური მექანიზმების შემუშავების წინაპირობას[6].
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გამოხატავს იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს ამ ისტორიულ შესაძლებლობას ქვეყანაში ბავშვთა დაცვის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი სტანდარტის შექმნისა და პირნათლად შეასრულებს ბავშვების მიმართ სახელმწიფო მოვალეობებს.

- საქართველოს ბავშვები
- საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
- საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
- გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- World Vision საქართველო
- პარტნიორობა ბავშვებისათვის
- პირველი ნაბიჯი საქართველო
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
- ასოციაცია ანიკა
- გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
- თანადგომა
- საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"
- ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
- მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
- საქართველოს კარიტასი
- "სტუდია ეიდისი“
- ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი
- ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
- მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
- ჩვენი სახლი საქართველო
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
- საზოგადოება „ბილიკი“
- არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
- კავშირი “იმედი პლიუსი“
- ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
- სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
- კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
- კავშირი "ორიონი"
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის
- რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
- ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
- დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
- “ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”
- ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
- ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
- ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
- თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი
[1] Parliamentary Assembly of the Council of Europe, The Inclusion of Children’s Rights in National Constitutions as an Essential Component of Effective National Child Policies, 06 May, 2015, Doc. 13787. P.3
[2] სერ ჯეფრი ჯოუელი, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ადამიანის უფლებებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება, მარტი 2017, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.
[3] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission) Report on the Protection of Children’s Rights: International Standards and Domestic Constitutions, 98th plenary session, Venice 21-22, March 2014.
[4] Parliamentary Assembly of the Council of Europe, The Inclusion of Children’s Rights in National Constitutions as an Essential Component of Effective National Child Policies, 06 May, 2015, Doc. 13787. P.3
[5] საქართველოს კონსტიტუცია 36-ე მუხლის, მე-3 პუნქტი „დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. “
[6] Parliamentary Assembly of the Council of Europe, The Inclusion of Children’s Rights in National Constitutions as an Essential Component of Effective National Child Policies, 06 May, 2015, Doc. 13787. P.12