საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას 2018 წლის 13 თებერვალს სტუმრობდა სახელგანთქმული უცხოელი კოლეგა მარკ დოელი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი პროფესიის განვითარებაში საქართველოში. იგი ექსპერტის სტატუსით აქტიურად გახლდათ ჩართული საქართველოში სოციალური მუშაობის დაფუძნებაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას.
მარკ დოელმა შეხვედრაზე წარადგინა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და განსაკუთრებული წიგნი სახელწოდებით „ სოციალური მუშაობა 42 და მეტ ნივთში/ Social Work in 42 Objects and more“, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა. წიგნში არსებული ხედვის წარდგენა ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა ღონისძიებაზე დამსწრე ასოციაციის წევრებისთვის. დაინტერესებულ პირებს შეუძლია არსებული ნივთები ასევე იხილონ მარკ დოელის ვებ გვერდზე https://socialworkin40objects.com/, სადაც განთავსებულია საქართველოდან წარდგენილი ნივთებიც შესაბამისი აღწერით.