ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის

დღეს, 14 მაისს, „საქართველოს სოციალური მუშაკთა ასოციაციამ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს  თბილისის   სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი ჩაატარა. თემა „ემოციების მართვის სირთულეების მქონე პირებთან მუშაობა“ იყო.     ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის ტრენერი ანი ასლანიშვი,ლი.
 

ტრენინგი ტარდება 2 ეტაპად, პირველი ეტაპი: 14-15 მაისი, მეორე ეტაპი: 16-17 მაისი. მონაწილეთა საერთო რაოდენობაა - 30, თითოეულ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 15 სოციალური მუშაკი. ტრენინგი გაიმართება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში.
აღნიშნულ თემატიკაზე ტრენინგი ჩატარდა  დასავლეთ საქართველოს პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისათვისაც.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ მიიჩნევს, აღნიშნული ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს  თბილისის სოციალურ მუშაკებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
    ტრენინგი პროექტის "მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესებისათვის პროფესიონალთა გაძლიერება" - ფარგლებში ტარდება, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.