ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ოჯახის მოწყვლადობისა და ბავშვთა ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

17 – 18 ივლისს„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ირმა ბებერაშვილმა და ქეთი გიგინეიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტებისს წარმომადგენლებთან, მათი უნარების გაძლიერების მიზნით, ოჯახის მოწყვლადობისა და ბავშთა ძალადობის საკითხებზე ეფექტურად მუშაობისათვის ტრენინგი ჩაატარეს.

 

ასოციაციის წარმომადგენლებმა ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გაამახვილეს კომუნიკაციის არსსა და ფორმებზე, კომუნიკაციის პროცესზე, ბარიერებსა და მათი დაძლევის გზებზე, ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებზე, კონფლიქტზე ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში და მისი დაძლევის გზებზე. ტრენერებმა ისაუბრეს ინტერვიუირების არსზე, მნიშვნელობაზე და მიზნებზე. როგორ უნდა წარიმართოს ინტერვიუირების პროცესი და ეფექტური კომინიკაცია კრიზისული ინტერვენციის დროს. ასევე, მოხდა ინტერვიუირების პროცესის ტექნიკების, კითხვის ტიპებისა და მათი დასმის ხერხების გააზრება.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს თანამშრომლობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს (ძირითადად სოციალური მუშაკებისა და მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონულ საბჭოს) თანამშრომლებს შორის. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ.