ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საინფორმაციო სესიები ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ირმა ბებერაშვილმა ქეთევან გიგინეიშვილმა ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებთან ჩაატარეს საინფორმაციო სესიები ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. სესიეების მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბავშვთა დაცვის რეფერირების საკითხებზე ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ.