საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმოამდგენლებმა - სოფო ბაჩილავამ, თამარ საუთიევამ და ნათია მაჭარაშვილმა ქ. ბათუმში, ქედის მუნიციპალიტეტსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან სათემო შეხვედრები ჩაატარეს.
შეხვედრის მიზანი იყო თემის მცხოვრებლებს გამოეკვეთათ მათ თემში არსებული შეჭირვებულობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და ამ პრობლემებთან გამკლავების არსებული პრაქტიკა, ასევე, იმსჯელეს არსებული პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ეფექტურ გზებზე.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ