ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ტრენინგები აჭარაში

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა თამარ საუთიევამ, სოფო ბაჩილავამ და ნათია მაჭარაშვილმა, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან მათი უნარების გაძლიერების მიზნით, ტრენინგები ჩაატარეს თემებზე: ბავშვთა შრომა და მისი გამომწვევი მიზეზები, ბავშვთა სიღარიბე, გენდერი და ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია, განათლება და ბავშვთა შრომა, მოწყვლადობის ეფექტური მონიტორინგი, ასევე, რეფერირების დოკუმენტის მიხედვით ძალადობისა და ბავშვთა შრომის როგორც მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორების პრევენციაზე მუშაობისას მუნიციპალიტეტის როლი.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ