"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნინო შატბერაშვილმა, სოციალური მუშაკებმა სოფო ბაჩილავამ და ნელი აკობიამ, 5-6 სექტემბერს, რუსთავსა და მარნეულში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ სოციალურ მუშაკებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს.
წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები. კვლევები მოიცავდა მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური მომსახურებების შეფასებას და აღნიშნული მომსახურებების ზეგავლენის ანალიზს.
ასევე, პროგრამის ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალას "საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმოხილვა“ და „საუკეთესო მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების პრაქტიკის მიმოხილვა“.
პროექტს ახორციელებს World Vision საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 6 რეგიონში.